პანელური დისკუსია ჯანდაცვის რეფორმის შესახებ
2019 წლის 20 დეკემბერს კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise -მა, საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად, გამართა პანელური დისკუსია ჯანდაცვის რეფორმის შესახებ.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: თამარ გაბუნია - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; ვახტანგ კალოიანი - ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი; ეგნატე შამუგია - Gnomon Wise -ის მკვლევარი; დისკუსიას უძღვებოდა ალექსანდრე რაქვიაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.
დისკუსიაზე წარმოდგენილი იყო Gnomon Wise -ის მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი ჯანდაცვის რეფორმის შესახებ (იხ. დოკუმენტის ბმული).