სტუდენტური კონკურსი მონაცემთა ვიზუალიზაციაში
თუ ხარ სტუდენტი და გაინტერესებს აუდიტორიისთვის ინფორმაციის განსხვავებულად, კრეატიულად მიწოდება, მაშინ ეს კონკურსი შენთვის არის:
კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise აცხადებს სტუდენტურ კონკურსს მონაცემთა ვიზუალიზაციაში.
კონკურსის მოთხოვნები
კონკურსანტმა Gnomon Wise-ის ანალიტიკურ და პოლიტიკის დოკუმენტებზე უნდა გამოიყენოს მონაცემთა ვიზუალიზაციის ტექნიკები და დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია ფართო აუდიტორიისთვის ვიზუალურად საინტერესო და აღქმად პროდუქტად გადააქციოს.
Gnomon Wise-ის შემუშავებული ორი დოკუმენტიდან:
1. „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმის ანალიზი“ (იხ. ბმული);
2. „საქართველო მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამაში (PISA) - შედეგები და მიზეზები“ (იხ. ბმული)
კონკურსანტმა უნდა შეარჩიოს ერთ-ერთი და მონაცემთა ვიზუალიზაციის გზით, გადმოსცეს დოკუმენტის მთავარი სათქმელი.
• საკონკურსო ნამუშევარი შეიძლება იყოს პოსტერი, ინფოგრაფიკა, გიფოგრაფიკა, ვიდეო, ანიმაცია და ა.შ. (მონაცემთა ვიზუალიზაციის ნებისმიერი პროდუქტ(ებ)ი, ავტორის გემოვნების მიხედვით. მთავარი პირობაა, რომ ნამუშევარი წარმოაჩენდეს შერჩეული დოკუმენტის შინაარსს).
• პროდუქტი შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
• ერთ მონაწილეს შეუძლია გამოაგზავნოს რამდენიმე მასალა.
• კონკურსისთვის მომზადებული მასალა უნდა ეკუთვნოდეს უშუალოდ მონაწილეს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, მონაწილე კონკურსიდან მოიხსნება.
• არ მიიღება უკვე გამოქვეყნებული ნამუშევარი.
Gnomon Wise არ გამოიყენებს იმ პროდუქტს, რომელიც ვერ მოხვდება საპრიზო ადგილზე. კონკურსის შედეგების გამოცხადების შემდგომ, ავტორს ექნება უფლება სურვილისამებრ გამოიყენოს ნამუშევარი.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული ნებისმიერი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს.
პრიზები:
I ადგილი - 500 ლარი
II ადგილი - 300 ლარი
საპრიზო ადგილის მქონე ნამუშევარი გამოქვეყნდება Gnomon Wise-ის ვებ (www.gnomonwise.org) და სოციალურ გვერდებზე (fb.com/gnomonwise).
კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნამუშევარი გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ: „კონკურსი მონაცემთა ვიზუალიზაციაში“. მასალას თან უნდა ერთვოდეს მონაწილის მცირე რეზიუმე (საკონტაქტო ინფორმაცია, უნივერსიტეტი/კოლეჯი, მიმართულება, საქმიანობა).
Gnomon Wise იტოვებს უფლებას, შესაბამისი ნამუშევრების ვერ მიღების შემთხვევაში, არ შეარჩიოს არც ერთი მათგანი.
ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 იანვარი.
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: +995 322 55 22 22 (325)
მობ: +995 555 92 05 49
ელ-ფოსტა: [email protected]
სოციალური ქსელი: fb.com/gnomonwise
გისურვებთ წარმატებას!