პანელური დისკუსია: "ყარაბაღის კონფლიქტი - დიდი გამოწვევა პატარა რეგიონისთვის"
მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, Gnomon Wise -ის და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართა პანელური დისკუსია: „ყარაბაღის კონფლიქტი - დიდი გამოწვევა პატარა რეგიონისთვის“.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: გია ჯაფარიძე (ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის უფროსი მკვლევარი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი); თორნიკე შარაშენიძე (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი); გიორგი გოგუაძე (საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი); ნოდარ ხარშილაძე (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ხელმძღვანელი). დისკუსიას გაუძღვა ირინა გურგენაშვილი (Gnomon Wise -ის მკვლევარი).
სპიკერები შეეხნენ ისეთ საყურადღებო საკითხებს, როგორიც არის: ძალთა განაწილება რეგიონში და „მსოფლიო ლიდერობის“ კრიზისი, მხარეთა შესაძლებლობები და საინფორმაციო ომი. ასევე, განხილული იქნა საქართველოს გამოწვევები ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე.