ონლაინ დისკუსია: საქართველოს ჯანდაცვის სისტემა - ძველი პრობლემები და ახალი გამოწვევები
2020 წლის 16 დეკემბერს, Gnomon Wise -ის ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ დისკუსია: „საქართველოს ჯანდაცვის სისტემა: ძველი პრობლემები და ახალი გამოწვევები“. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ზურაბ ჭიაბერაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; სერგო ჩიხლაძე - ჯანდაცვის ექსპერტი; დისკუსიას უძღვებოდა ალექსანდრე რაქვიაშვილი - Gnomon Wise -ის მკვლევარი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი. სპიკერებმა განიხილეს საქართველოში მოქმედი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ძირითადი გამოწვევები (მათ შორის, ახალი კორონავირუსის პანდემიის პირობებში) და მათი აღმოფხვრის შესაძლო გზები. აგრეთვე, მათ უპასუხეს დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს ჯანდაცვის სისტემის შესახებ.