საჯარო დისკუსია: 20 ივნისის დანაშაულების ამნისტია - სამართლიანობის დილემა არარსებული გარდამავალი მომენტისთვის?
მიმდინარე წლის 25 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise-ის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო დისკუსია: 20 ივნისის დანაშაულების ამნისტია - სამართლიანობის დილემა არარსებული გარდამავალი მომენტისთვის?
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: დავით ზედელაშვილი (მოდერატორი) - Gnomon Wise-ის მკვლევარი; გია ნოდია - პოლიტიკის მეცნიერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ანა ნაცვლიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“; გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; გიორგი ჩიტიძე - ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი და გიორგი ნონიაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი, მმართველობის მონიტორინგის ცენტრი.
დისკუსიის მომხსენებლებმა იმსჯელეს 2019 წლის 20 ივნისის დანაშაულების ამნისტიის ფართო კონტექსტზე და მის მორალურ, პოლიტიკურ და სამართლებრივ განზომილებებზე.