ღონისძიებები

დისკუსია - რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეფექტები

2022 წლის 9 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა Gnomon Wise-ის მიერ ორგანიზებული საჯარო დისკუსია რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებსა და მათი გავლენის შესახებ. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ეფექტებზე ისაუბრეს Gnomon Wise-ის მკვლევარმა ეგნატე შამუგიამ და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა (საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი) დავით კეშელავამ.

დისკუსიაზე განიხილეს შემდეგი აქტუალური თემები: რუსეთისა და ცალკეული ინდივიდებისათვის დაწესებული სანქციები; რუსეთის ეკონომიკის სტრუქტურა და სანქციების ეკონომიკური ეფექტი; საქართველოსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა; სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე და გავლენის არხები. ამასთან, გამომსვლელებმა უპასუხეს დამსწრე აუდიტორიის კითხვებს.