ტრენინგი ციფრული უფლებებისა და წიგნიერების შესახებ
2022 წლის 16 ნოემბერს, კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise და IDFI -მა საქართველოს უნივერსიტეტში, ციფრული უფლებებისა და წიგნიერების შესახებ ტრენინგი გამართეს.
ტრენერებმა მონაწილეებს ციფრული უფლებების არსი, საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო და ის გამოწვევები გააცნეს, რაც საქართველოს შემთხვევაში საერთაშორისო თუ ადგილობრივი კვლევების თანახმად იკვეთება.
ტრენინგის მონაწილეებმა ასევე პრაქტიკული რჩევები მიიღეს ინტერნეტის უსაფრთხოდ მოხმარების შესახებ.