ღონისძიებები

Gnomon Wise აცხადებს ვაკანსიას მკვლევრის პოზიციაზე ეკონომიკის მიმართულებით

 ძირითადი ვალდებულებები:

 

🔘 აკადემიური და გამოყენებითი კვლევების, ანგარიშების, პოლიტიკის დოკუმენტების, ანალიტიკური სტატიების მომზადება შემდეგი მიმართულებებით:

      🔸 მონეტარული პოლიტიკა

      🔸 ფისკალური პოლიტიკა

      🔸 ინსტიტუტების ეკონომიკა

      🔸 სექტორული ეკონომიკა

 

🔘 მომზადებული კვლევების საჯაროდ, მათ შორის მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით წარდგენა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

     მაგისტრის ხარისხი ეკონომიკის ან მასთან დაკავშირებული მიმართულებით

     კვლევითი მიმართულებით საქმიანობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება

️     კვლევის რაოდენობრივი მეთოდების (ეკონომეტრიკა) გამოყენების უნარი

️     Microsoft Excel-ის პროფესიულ დონეზე ფლობა

️     მონაცემთა ანალიზის პროგრამის ცოდნა (STATA ან Eviews და სხვ.)

️      ქართულ და ინგლისურ ენებზე ზეპირი და წერილობით ეფექტური კომუნიკაციის უნარი

️     რაოდენობრივი ანალიტიკური უნარები

️     მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის უნარი

️     ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები

 

სამუშაო განაკვეთი და ანაზღაურება

Gnomon Wise განიხილავს, როგორც სრულ განაკვეთზე (40 საათიანი სამუშაო კვირა) დასაქმებული მკვლევრის, ისე შეთავსებით დასაქმებული (შეთანხმების მიხედვით) აფილირებული მკვლევრის პოზიციას. 

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ დაინტერესებული ხართ სრული განაკვეთით თუ შეთავსებითი სამსახურით.

ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტის კვალიფიკაციის და შერჩეული სამუშაო გრაფიკის მიხედვით. შესაძლოა განვიხილოთ, მათ შორის, ე.წ. კვლევით პროდუქტზე მიბმული ანაზღაურების სქემაც.

 

ჩვენს თანამშრომელს ვთავაზობთ:

🔘    კონკურენტულ შრომის ანაზღაურებას

🔘    მოქნილ სამუშაო გრაფიკს

🔘   პროფესიული განვითარების ხელშეწყობას

🔘    ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურასა და მერიტოკრატულ გარემოს

🔘    უსაფრთხო სამუშაო გარემოს

🔘    უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

 

 დაინტერესებულმა პირებმა 2023 წლის 7 თებერვლამდე უნდა გამოგვიგზავნოთ:

🔘    რეზიუმე (CV)

🔘 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთანაც აპლიკანტს პირდაპირი შრომითი ან/და აკადემიური ურთიერთობა აკავშირებს

🔘 უკვე გამოქვეყნებული ნამუშევარი, რომელიც შესაძლოა იყოს კვლევის ანგარიში, პოლიტიკის დოკუმენტი, ანალიტიკური სტატია ქართულ ან ინგლისურ ენაზე  

 

განაცხადები მიიღება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

 

გთხოვთ, შეტყობინების თემაში მიუთითოთ: ეკონომიკის მკვლევარი.