Gnomon Wise-ის სტუდენტური ნაშრომების კონკურსის ფინალი
2023 წლის 30 მარტს გაიმართა Gnomon Wise-ის მიერ ორგანიზებული სტუდენტური ანალიტიკური ნაშრომების კონკურსის: "ავტოკრატიზაცია დემოკრატიზაციის წინააღმდეგ - გლობალური პროცესები და ადგილობრივი ეფექტები" - ფინალი.
კონკურსის გამარჯვებულები არიან:
I ადგილი - ნუციკო ძანძავა - ნაშრომის თემა: "როგორ სწავლობენ ავტოკრატები ერთმანეთისგან? - უნგრეთისა და რუსეთის მაგალითი"
II ადგილი - ვასილ ჟიჟიაშვილი - ნაშრომის თემა: "მედიის დამორჩილება ავტორიტარიზმში - პარალელები საქართველოსთან"
III ადგილი - ლეილა ჩხეტიანი - ნაშრომის თემა: "რუსეთი, ავტორიტარული პოპულიზმი და დემოკრატიული უკუსვლა ევრო-ატლანტიკურ სივრცეში"
Gnomon Wise ულოცავს სტუდენტებს ამ დიდ გამარჯვებას!
გამარჯვებულებს Gnomon Wise და საქართველოს უნივერსიტეტი გადასცემს:
I ადგილი - 2 250 ლარი
II ადგილი - 1 125 ლარი
III ადგილი - 700 ლარი
ფინალური ეტაპის ჟიურის წევრები იყვნენ:
• კონსტანტინე თოფურია - Gnomon Wise-ის აფილირებული მკვლევარი, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი;
• ანა ხურციძე - Gnomon Wise-ის პრეზიდენტი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი;
• დავით ზედელაშვილი - Gnomon Wise-ის მკვლევარი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი.