ღონისძიებები

საქართველოს უნივერსიტეტი (UG) გთავაზობთ გახდეთ კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise-ის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი UG-ში

ვინ ვართ

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

Gnomon Wise საქართველოს უნივერსიტეტთან არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტია. ჩვენი გუნდი დემოკრატიული ღირებულებების მქონე, სხვადასხვა კვალიფიკაციის, გამოცდილ მკვლევრებს აერთიანებს. 

Gnomon Wise-ის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი გადამწყვეტ როლს შეასრულებს კვლევითი ინსტიტუტის საზოგადოებრივი გავლენის გაძლიერებაში.

 

თანამშრომელს დავახვედრებთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • მერიტოკრატიულ და ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს 

 

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება

  • კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება კვლევითი ინსტიტუტის საზოგადოებრივი იმიჯის და რეპუტაციის შესაქმნელად, კონფერენციების, დისკუსიების, სემინარების და სხვა ღონისძიებების დაგეგმვა
  • მედია საშუალებებთან ურთიერთობის გაძლიერება, პრეს-რელიზების, დაიჯესტების და სხვა მასალების მომზადება, ინტერვიუების კოორდინაცია
  • კვლევითი ინსტიტუტის შესახებ კონტენტის შექმნა, რეპორტების, პოლიტიკის ბრიფების, ბლოგების, სოციალური მედიის პოსტების მომზადება
  • Gnomon Wise-ის ვებ-გვერდით, სოციალური მედია არხებით, ელექტრონული ფოსტით და სხვა ციფრული არხებით დაინტერესებულ მხარეებთან ინფორმაციის გაზიარება
  • Gnomon Wise-ის საქმიანობაში აკადემიის, სამთავრობო/არასამთავრობო სექტორის და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივ დებატებზე გავლენის მოხდენის მიზნით
  • Gnomon Wise-ის ყოველთვიური ჟურნალის GEOpolitics-ის გამოცემაში ტექნიკური ასისტირება

 

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის ორწლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
  • შემოქმედებითი და სტრატეგიული აზროვნების უნარი
  • ციფრული კომუნიკაციის ექსპერტიზა
  • მედიასთან ურთიერთობის კომპეტენცია
  • ინტერპერსონალური და კოლაბორაციის უნარები

 

სამუშაო პირობები

  • სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება კომპეტენციის შესაბამისად

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV  2024 წლის 1-ლი აპრილის  ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected]. სათაურის ველში მიუთითეთ: სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

 

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

 

გისურვებთ წარმატებას!