კვლევის პრეზენტაცია: "ავტორიტარიზმის რუკა საქართველოში"
29 მარტს, Gnomon Wise-ის და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ერთობლივი კვლევის - "ავტორიტარიზმის რუკა საქართველოში" - პრეზენტაცია გაიმართა.
კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ავტოკრატიზაციის მიმდინარე პროცესის შესწავლას და ეფუძნება სპეციალურად შემუშავებულ მეთოდოლოგიურ პერსპექტივას.
დოკუმენტი წარადგინეს Gnomon Wise-ის მკვლევარმა, დავით ზედელაშვილმა, GDI-ის მკვლევარმა, ვასილ ჟიჟიაშვილმა და დემოკრატიის მცველების გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.
კვლევას და მეთოდოლოგიას შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე.