ღონისძიებები

ვეხმიანებით ხელისუფლების უმოქმედობას აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობაზე

ვეხმიანებით ხელისუფლების უმოქმედობას აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ყოფილი მოსამართლის ვალერი ცერცვაძის კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობაზე.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო ზემოხენებული პირების სანქცირება მოახდინა, თუმცაა საქართველოში არცერთ საჯარო უწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე არ დაუწყია გამოძიება. უფრო მეტიც, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლება სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე არათუ სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენს, არამედ სანქცირებულ მოსამართლეებს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს  და ანტიდასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს, დაარწმუნოს საზოგადოება ამ უმძიმესი ბრალდებების აბსურდულობაში.

"ქართული ოცნების" მიერ სანქცირებული პირების მხარდაჭერა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკომისიის ერთ-ერთი პირობის შესრულებაზე, რომელიც სასამართლოს მაღალი თანმდებობის მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას გულისხმობს.

ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ სანქცირებული მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების მფარველობით და გამოძიებაზე უარის თქმით არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, თავისი უმოქმედობით ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება სანქცირებული პირების მიერ სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობაზე.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია წითელი ხიდი 

ილიას სამართლის სახლი (ილიასი) 

საქართველოს სასამართლოს გუშაგი (Court Watch) 

საერთაშორისო გამჭვირვლობა - საქართველო 

დემოკრატიის მცველები  

ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) 

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) 

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი 

მომხმარებელთა უფლებების ცენტრი (CRC) 

არასამთავრობო ორგანიზაცია  ფენიქსი 2009 

საფარი 

მოძრაობა “ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო” 

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (sovlab) 

საორსა 

სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC) 

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) 

შავი ზღვის ეკო აკადემია (BSEA) 

ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - პროგრესის სახლი 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) 

პროფესიო - პიროვნული და პორფესიული განვითარების ცენტრი 

საზოგადოებრივი მოძრაობა “სამოქალაქო თანხმობა” 

კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise 

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი 

შშმ ქალთა ორგანიზაცია პლატფორმა ახალი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი 

წამების მასხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-

ქუთასი (GCRT-ქუთაისი)