სემინარი: პროპაგანდა ალგორითმებისთვის - საინფორმაციო მანიპულაციის ახალი სამიზნეები AI ეპოქაში
2026 წლის 24 სექტემბერს კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise-მა სემინარი და დისკუსია გამართა.
სემინარზე მკვლევარმა დავით ქუტიძემ ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში საინფორმაციო მანიპულაციის ახალ ფორმებზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება გავლენის ოპერაციების სამიზნედ, ადამიანებთან ერთად, თავად ალგორითმებიც იქცეს. განხილული იყო საძიებო სისტემების, სოციალური მედიის სარეკომენდაციო სისტემებისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის საინფორმაციო გარემოზე ზემოქმედების მნიშვნელობა, ასევე მათი მანიპულირების შესაძლო მეთოდები და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. სემინარი დაეფუძნა მომხსენებლის ანალიტიკურ სტატიას - "პროპაგანდა ალგორითმებისთვის - საინფორმაციო მანიპულაციის ახალი სამიზნეები AI ეპოქაში".
ანალიტიკური სტატიის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.