სემინარი - კავკასიის ეკონომიკის მიმდინარე ტენდენციების მიმოხილვა
2026 წლის 1-ელ ოქტომბერს კვლევითმა ინსტიტუტმა Gnomon Wise-მა სემინარი და საჯარო დისკუსია გამართა.
სემინარი დაეფუძნა Gnomon Wise-ის ყოველთვიურ და კვარტლურ მიმოხილვებს კავკასიის ეკონომიკაზე. მკვლევარმა ეგნატე შამუგიამ გაანალიზა კავკასიის რეგიონის ეკონომიკა, ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები და მათზე მოქმედი ფაქტორები.