ღონისძიებები

Gnomon Wise-ის მკვლევრები საერთაშორისო კონფერენციაზე: საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი

2026 წლის 22-23 ოქტომბერს საქართველოს უნივერსიტეტში, თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "საქართველო და კავკასია - წარსული, აწმყო, მომავალი" გაიმართა. კონფერენცია ყოველწლიური საერთაშორისო აკადემიური ფორუმია, რომელიც საქართველოსა და საზღვარგარეთ მოღვაწე მკვლევრებს აერთიანებს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ Gnomon Wise-ის მკვლევრები, თამარ ქეცბაია და დავით ქუტიძე, რომლებმაც წარადგინეს კვლევა სახელწოდებით: "სამოქალაქო ორგანიზების ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში: საბჭოთა წყვეტა და პოსტსაბჭოთა განვითარების ტრაექტორიები ისტორიულ პერსპექტივაში".