ხუთშაბათის პოდკასტი (ეპიზოდი 1): კავკასიის მიმოხილვა
ხუთშაბათის პოდკასტში სამხრეთ კავკასიის რეგიონზე ისაუბრეს გია ჯაფარიძემ (საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, "ჭავჭავაძის ცენტრის" უფროსი მკვლევარი) და ეგნატე შამუგიამ (კვლევითი ინსტიტუტი "გნომონ ვაიზი").
პოდკასტში საუბარი შეეხო კავკასიის ირგვლივ არსებულ საკითხებს. მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებას, კავკასიის მილიტარიზაციის პროცესს, რეგიონში საქართველოს როლს, ეკონომიკურ მდგომარეობას და რეგიონის მიმართ სხვა ქვეყნების ინტერესს.