პოდკასტები

ხუთშაბათის პოდკასტი (ეპიზოდი 6): პატიმრის დილემა საარჩევნო ავტორიტარიზმის პირისპირ?

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა დღის წესრიგში დააყენა საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობისა და მომავლის საკითხი. ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების ერთსულოვანი არაღიარება  ამ არჩევნების უსამართლობას და გაყალბებას ეფუძნება. გაჩნდა არგუმენტიც, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და მისმა ლიდერმა ამ არჩევნებით გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დეფექტური დემოკრატიიდან საარჩევნო ავტორიტარიზმისკენ, რეჟიმისკენ სადაც არჩევნები კარგავს ძალაუფლების მონაცვლეობისა და ხელისუფლების ლეგიტიმატორის ფუნქციას და ფარსად იქცევა. ამ არგუმენტით, პრაქტიკულად, 2003 წლის „ვარდების რევოლუციამდელ“ მდგომარეობაში ვბრუნდებით. ამ არგუმენტის ავტორს, პოლიტიკოსსა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორს ზურაბ ჭიაბერაშვილს, ხუთშაბათის პოდკასტში დავით ზედელაშვილი (Gnomon Wise -ის მკვლევარი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი) ესაუბრა.