პუბლიკაციები

საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური რეკონსტრუქცია შედარებით პერსპექტივაში

აკადემიური კვლევის ცენტრალური მიგნება მოიცავს პრობლემის იდენტიფიკაციისა და გადაჭრის გზის ელემენტებს. საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ინსტიტუციური პრობლემა არის ვერტიკალურად ინტეგრირებული ძალაუფლება, რომელიც ერთი ინსტიტუტის (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს) და მისი მაკონტროლებელი სამოსამართლო ელიტის ხელში მოაქცევს სასამართლო შტოს სრულ ძალაუფლებას. ვერტიკალურად ინტეგრირებული, სრული ძალაუფლების დეცენტრალიზაცია/დეკონცენტრაცია არის შემოთავაზებული ინსტიტუციური რეკონსტრუქციის კონცეფციის საკვანძო იმპერატივი. დეცენტრალიზაცია/დეკონცენტრაცია გულისხმობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ უნდა ჰქონდეს ერთდროულად მოსამართლეთა დანიშვნის, მათი კარიერის მართვის, ანგარშვალდებულების (თანამდებობიდან გათავისუფლების ჩათვლით) და სასამართლოს ადმინისტრირების ფუნქციებზე კონტროლი. ამ მიზნის მიღწევის პირდაპირი ინსტიტუციური გზა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული ფორმის გაუქმებაა. რეფორმის ზოგადი კონცეფცია გვთავაზობს შესაძლო ინსტიტუციური გადაწყვეტის ალტერნატივებს დეცენტრალიზაციის ზოგადი სისტემური მიზნის განსახორციელებლად.

დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

დავით ზედელაშვილი, თამარ ქეცბაია, ანა ჭიაბრიშვილი