საქართველოს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის რეფორმის მიმართულება
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს ფულადი სისტემის რეფორმირების ზოგადი პრინციპებისა და ამ პრინციპების დანერგვის მოსალოდნელი შედეგების აღწერას.
დოკუმენტი მოიცავს საქართველოს მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის ისტორიულ მიმოხილვას და ანალიზს. მასში განხილულია საქართველოს მონეტარული ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა და შედარებულია მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. შესწავლილია ისეთი ქვეყნები, რომლებიც, მონეტარული პოლიტიკის რეფორმირების თვალსაზრისით, წარმატებული გამოცდილებით ხასიათდებიან. იმისთვის, რომ საქართველოს პოლიტიკა, მიდგომები და ეკონომიკური გარემო მაქსიმალურად დაუახლოვდეს ევროპის კავშირის სტანდარტებს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთებულია ევროზონის წევრ და არაწევრ ქვეყნებზე, რომლებიც ლეგალური გადახდის საშუალებად ევროს იყენებენ. გარდა ამისა, განხილულია პანამისა და ეკვადორის მაგალითები, მათი წარმატებული მონეტარული რეფორმირების გამო.
აკადემიური კვლევებითა და შესწავლილი ქვეყნების მაგალითებით დადგინდა, რომ ლარის ევროზე მიბმა საქართველოსთვის მრავალ პოზიტიურ შედეგს მოიტანს: დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მთავრობის ფისკალურ დისციპლინაზე, უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან და სტაბილურ განვითარებას დაბალი ინფლაციისა და ნაკლები სავალუტო რისკების გარემოში. ლარის ევროზე ფიქსირება ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებთან უკეთ ინტეგრაციასაც.
ნაშრომში წარმოდგენილია სათანადო რეფორმირების აუცილებელი ნაბიჯები და მათი თანმიმდევრობა, რათა რეფორმა მაქსიმალური ეფექტიანობით განხორციელდეს.
დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.