კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - იანვარი 2024
2023 წლის პირველი თერთმეტი თვის მდგომარეობით, კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4%-ია. 2022 წელს კავკასიის ეკონომიკური ზრდა 7.8%-ს აღწევდა. ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება რუსეთიდან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების შემცირებასა და წინა წელთან შედარებით, ნავთობის დაბალ ფასებს უკავშირდება.
ინფლაციის მაჩვენებელი კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტენდენციებს იმეორებს. საუკეთესო მდგომარეობა სომხეთშია, ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აზერბაიჯანში ფიქსირდება.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.