კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - აპრილი 2024
საქართველოში 2023 წელს ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2024 წლის მარტში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 0.5% შეადგინა. მარტის ინფლაციაში მაღალი წვლილი ტრანსპორტის ფასებმა შეიტანა, რომელიც 8.1%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, სურსათის ფასები ყველაზე მეტით, 3.4%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა ბოლო გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შეამცირა.
რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა. მიმდინარე წლის მარტში სამომხმარებლო ფასების წლიური კლება 1.2% იყო. ყველაზე მაღალი, 9%-იანი ზრდა ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 5.6%-იანი კლება სურსათის ფასებზე. ეს კი სამომხმარებლო ფასების ძირითადი ნაწილია. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე შემცირდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია დასტაბილურდა. 2024 წლის მარტში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 0.4% შეადგინა. თებერვალში ინფლაცია 0.8% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. მარტში მიღებული გადაწყვეტილებით პოლიტიკის განაკვეთი 7.5%-მდე შემცირდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.