კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - ივლისი 2024
2023 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2024 წლის ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 2.2% შეადგინა. ივნისის ინფლაციაში მაღალი წვლილი ტრანსპორტის ფასებმა შეიტანა, რომელიც 11%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, ტანსაცმლის ფასები ყველაზე მეტით, 3.8%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.
რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩევა. მიმდინარე წლის ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 0.8% იყო. ყველაზე მაღალი, 10.8%-იანი ზრდა ტრანსპორტის სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 1.9%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე შემცირდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია დასტაბილურდა. 2024 წლის ივნისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 1.1% შეადგინა. მაისში ეს ნიშნული 0.3% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. ივნისში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%-ზე შენარჩუნდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.