კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - აპრილი 2025

2024 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2025 წლის მარტში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 3.5% შეადგინა. მარტის ინფლაციაში მაღალი წვლილი ჯანმრთელობის დაცვის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 8.8% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.4%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.
წარსულში, რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2025 წლის მარტში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 3.3% იყო. ყველაზე მაღალი, 7.8%-იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 3%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-ზე შენარჩუნდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია შენელდა. 2025 წლის მარტში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.5% შეადგინა. თებერვალში ეს ნიშნული 4.5% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. მარტში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%- ზე შენარჩუნდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.