კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - აგვისტო 2025

2024 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2025 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 4.3% შეადგინა. ივლისის ინფლაციაში მაღალი წვლილი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასებმა შეიტანა, რომელიც 10.4% -ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 6.9%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.
წარსულში, რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2025 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 3.4% იყო. ყველაზე მაღალი, 6.7%-იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 2%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-ზე შენარჩუნდა.
აზერბაიჯანში ინფლაცია შენელდა. 2025 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5% შეადგინა. ივნისში ეს ნიშნული 6% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. ივლისში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7%-მდე შემცირდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.