ხუთშაბათის პოდკასტი (ეპიზოდი 14): საქართველოს პირველი რესპუბლიკა
![ხუთშაბათის პოდკასტი (ეპიზოდი 14): საქართველოს პირველი რესპუბლიკა](https://gnomonwise.org/public/storage/podcasts/February2021/0ld3dFsHL8DC4hgK16k9.png)
დღეს 100 წელი გავიდა საბჭოთა ოკუპაციიდან. 1921 წლის 25 თებერვალს თბილისი დაიკავა მე-11 წითელმა არმიამ და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა 1918-1921 წლებში არსებობდა და მიუხედავად ხანმოკლე თავისუფლებისა, ყველა შეფასებით, იყო ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული, დემოკრატიული ღირებულებების მქონე, სამართლებრივი სახელმწიფო.
Gnomon Wise-ის მკვლევარი ირინა გურგენაშვილი და პოლიტიკოსი, პირველი რესპუბლიკის მკვლევარი გიორგი კანდელაკი საუბრობენ პირველი რესპუბლიკის ღირსებებზე.