პუბლიკაციები

2024 წლის 6-7 დეკემბრის დარბევა - აქციის მონაწილეთა დაკავების სპეცოპერაცია

ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

6-7 დეკემბრის აქციის დაშლა იყო მომიტინგეთა დიდი რაოდენობის  დაკავების წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია. ამ სპეცოპერაციის მიზანი კი იყო აქციის მონაწილეთა ნაწილის სამაგალითო დასჯა, რაც ერთგვარი გაკვეთილი უნდა იყოს დანარჩენთათვის, ვისაც ჯერ კიდევ ჰგონია, რომ მისი თავისუფლების გარანტი მისივე არაძალადობრივი ქმედებები და აქციაში მშვიდობიანი მონაწილეობაა. 

რეჟიმმა, ამ სახის სადამსჯელო ღონისძიების მოწყობისა და მისი გამართლების მიზნით, განახორციელა მშვიდობიანი შეკრების ძალადობრივად წარმოჩენის ოპერაცია, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავდა მისი სადამსჯელო რაზმების პროვოკაციულ ქმედებებს და მეორე მხრივ, პროპაგანდისტული მედიის სინქრონიზებულ მოქმედებას. ამ ყველაფრის სამართლებრივად გაფორმების უზრუნველყოფა კი, ტრადიციულად, მიტაცებულ სასამართლოს მიანდო. სასამართლოს, რომელიც მოვლენებს ხედავს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინასწარ შემოსაზღვრულ ფარგლებში და მოქმედებს არა კანონის უზენაესობის, არამედ "პოლიციელი (რეჟიმი) ყოველთვის მართალია" პრინციპით.

სტატიის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

თამარ ქეცბაია