პუბლიკაციები

კერძო საკუთრება და ეკონომიკური განვითარება

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქტივების კერძო საკუთრებაში გადასვლა საქართველოსთვის დღემდე აქტუალური საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ 1990-იან და შემდგომ 2004-2012 წლებში, აქტივების საკმაოდ დიდი ნაწილი ჩვენი მოქალაქეების საკუთრებაში გადავიდა, დღემდე მთავრობა ამა თუ იმ ფორმით ქვეყნის ეკონომიკის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. მეორე მხრივ, 1990-იან წლებში ჩატარებული პრივატიზაცია ბევრი ადამიანის მიერ არასამართლიანად იყო აღქმული, ამიტომ ამ პროცესის გაგრძელება გარკვეულ პოლიტიკურ რისკებსაც მოიცავს. ამდენად, არა მხოლოდ კერძო საკუთრების გაფართოებაა აქტუალური თემა, არამედ ამ შედეგის მიღწევის განსხვავებული გზების ეფექტიანობის შედარება. განსაკუთრებით კი ეს COVID-19-ის პანდემიით და პანდემიასთან ბრძოლით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პერიოდშია მნიშვნელოვანი, როცა მთავრობების ეკონომიკური პოლიტიკა არსებული რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ზრდაზე უნდა იყოს ფოკუსირებული. 

წინამდებარე დოკუმენტის მიზანს კერძო საკუთრების გავრცელების არეალის გაფართოების მნიშვნელობის ილუსტრაცია (განსაკუთრებით საქართველოს ეკონომიკისათვის) და ამავდროულად ამ პროცესთან დაკავშირებით საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული  სტერეოტიპების დანგრევა წარმოადგენს. 

ამ მიზნის მისაღწევად, არსებული აკადემიური კვლევები და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები მიმოვიხილეთ, შევისწავლეთ კონკრეტული პრივატიზაციის და რეფორმების შედეგები და მათი გავლენა როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, ასევე, ცალკეული აქტივების ეფექტიანობის დინამიკაზე.


ავტორ(ებ)ი

ალექსანდრე რაქვიაშვილი, ანა ხურციძე, თამარ ქეცბაია