საქართველოს ზოგადი განათლების რეფორმირების მიმართულება
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოში ზოგადი განათლების სექტორის გამოწვევებისა და პრობლემების აღწერასა და ანალიზს, ყურადღებას ამახვილებს ამ პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ცვლილებებზე და ასახავს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირების ძირითად მიმართულებებს.
დოკუმენტი მოიცავს, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ზოგადი განათლების სექტორის განვითარების მიმოხილვას. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს დღევანდელი მდგომარეობის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიკაციას.
დოკუმენტში ფართოდ განხილულია თეორიული და ემპირიული აკადემიური ლიტერატურა, რომელიც შეისწავლის სასკოლო განათლებას და ცალკეული ქვეყნების განათლების რეფორმების შედეგებს. აგრეთვე, ნაშრომში საფუძვლიანად შესწავლილია ზოგადი განათლების წარმატებული ქვეყნები და მათი პოლიტიკა სასკოლო განათლების უზრუნველყოფაში. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ევროკავშირზე, სადაც სასკოლო განათლების დონე მაღალია. მეორე მხრივ, ევროკავშირის პოლიტიკის შესწავლა უპრიანია, გამომდინარე საქართველოს მიზნიდან, რომ გახდეს ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების წევრი.
არაერთი ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემების, სხვადასხვა დროს მათი რეფორმირებისა და აკადემიური ლიტერატურის სისტემური შესწავლის საფუძველზე, დოკუმენტში ჩამოყალიბებულია საქართველოს ზოგადი განათლების წინაშე არსებული პრობლემის გადასაჭრელად საჭირო რეფორმირების მიმართულებები. კერძოდ, ეს მიმართულებები მოიცავს: ვაუჩერული დაფინანსების მოდელის საშუალებით, სკოლის თავისუფალი არჩევანის უზრუნველყოფას, სასკოლო განათლების დეცენტრალიზაციასა და სკოლების ავტონომიის გაფართოებას.
პოლიტიკის დოკუმენტში გამოკვეთილია რეფორმირების ისეთი მიმართულებები, რომელთა სრულყოფილი განხორციელების პირობებში, მოსალოდნელი შედეგია სასკოლო განათლების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება.
დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.