საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დეტერმინანტები სამხრეთ კავკასიაში - ემპირიული ანალიზი

წინამდებარე სტატიის მიზანს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო) საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა) დონეზე მოქმედი სოციო-ეკონომიკური ფაქტორების იდენტიფიცირება წარმოადგენს. ამისათვის კი გაანალიზებულია 1997-2018 წლების პერიოდში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი და პოტენციური გავლენის მქონე ეკონომიკური, სოციალური და დემოგრაფიული/გეოგრაფიული ცვლადები. უშუალოდ ანალიზისთვის GMM შემფასებელია გამოყენებული. ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულზე დადებითი გავლენა დანაშაულის წარსულ დონესა და ურბანიზაციას გააჩნია. ხოლო, უარყოფითი კი - დანაშაულის გახსნის მაჩვენებლისა და რეალური ხელფასის ცვლილებას. რაც შეეხება ემპირიულ ანალიზში გამოყენებულ სხვა სოციო-ეკონომიკურ ცვლადებს, მათ შემთხვევაში სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირი არ დასტურდება, რაც ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დონით შეიძლება აიხსნას.
ფოტო: Oliver Gal