პუბლიკაციები

კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - თებერვალი 2025

2024 წელს საქართველოში ინფლაციის ტემპი, წინა წელთან შედარებით, შემცირდა. 2025 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 2% შეადგინა. იანვრის ინფლაციაში მაღალი წვლილი სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ფასებმა შეიტანა, რომელიც 6.8%-ით გაიზარდა. თუმცა, რიგ სექტორებში ფასების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, კავშირგაბმულობის ფასები ყველაზე მეტით, 12.5%-ით შემცირდა. ამ ფონზე, ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შეინარჩუნა.

რეგიონში ფასების დინამიკით სომხეთი გამოირჩეოდა. 2025 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 1.7% იყო. ყველაზე მაღალი, 7.8%-იანი ზრდა განათლების სექტორში დაფიქსირდა, ხოლო 2.6%-იანი კლება - ტანსაცმლის ფასებზე. სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება 2023 წელს დაიწყო. ბოლო გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 6.75%-მდე შემცირდა.

აზერბაიჯანში ინფლაცია აჩქარდა. 2025 წლის იანვარში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ზრდამ 5.4% შეადგინა. დეკემბერში ეს ნიშნული 4.9% იყო. აზერბაიჯანი რეგიონში შედარებით მაღალი ინფლაციით წინა პერიოდებში გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი პოლიტიკის გამკაცრებისგან თავს იკავებდა. იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით, პოლიტიკის განაკვეთი 7.25%- ზე შენარჩუნდა.

სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.


ავტორ(ებ)ი

Gnomon Wise, ეგნატე შამუგია