კვლევის - "მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება თეორიულ და შედარებით პერსპექტივაში" - პრეზენტაცია
მიმდინარე წლის 21 თებერვალს გაიმართა ღია საზოგადოების ფონდისა და Gnomon Wise-ის თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული კვლევის - "მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმება თეორიულ და შედარებით პერსპექტივაში - რეკომენდაციები საქართველოსთვის" - პრეზენტაცია.
აღნიშნული ნაშრომის მიზანია, მისი ანალიტიკური მიგნებები საფუძვლად დაედოს ზოგად და კონკრეტულ რეკომენდაციებს საქართველოს სასამართლო შტოს რეკონსტრუქციის პროცესში გამოსაყენებელი პერსონალის რეფორმის ღონისძიებების შესახებ. რეკომენდაციები პირობითი ხასიათისაა და მათი განხორციელება სხვადასხვა მიმართულებით ცვლილებების შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.
კვლევის მიგნებები წარმოადგინეს Gnomon Wise-ის მკვლევარებმა, დავით ზედელაშვილმა და თამარ ქეცბაიამ. მიგნებების წარდგენის შემდგომ, გაიმართა დისკუსია დამსწრე აუდიტორიის ჩართულობით, რომელსაც უძღვებოდნენ ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენლები.