ღონისძიებები

კვლევის პრეზენტაცია: "საქართველოს ხელისუფლების საჯარო რიტორიკა - რუსული პროპაგანდის მინი მოდელი"

25 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტში შედგა კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise-ის კვლევის პრეზენტაცია: "საქართველოს ხელისუფლების საჯარო რიტორიკა - რუსული პროპაგანდის მინი მოდელი". კვლევის შედეგები წარმოადგინა დავით ქუტიძემ (Gnomon Wise-ის მკვლევარი, დოკუმენტის ავტორი).

პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა  პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ: სოფო გელავა (DFRLab-ის მკვლევარი, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი); მარიამ გერსამია (პროფესორი, MCERC-ის თავმჯდომარე); რეზი თოფურია (ფრანკლინის კლუბის თანადამფუძნებელი, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი).

პანელურ დისკუსიაზე განხილულ იქნა რუსული პროპაგანდის საფრთხეები და მასთან გამკლავების გზები. ამასთან, მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების საჯარო რიტორიკაზე, რომელიც სულ უფრო ემსგავსება რუსული პროპაგანდის ელემენტებს და მსგავსი რიტორიკის შედეგად წარმოქმნილ რისკებზე.