Gnomon Wise-ის კვლევითი პროექტი - ხუმრობებში დანახული ბოროტების იმპერია
მძიმე ყოველდღიურ ყოფასთან ადაპტირებისთვის თუ მწვავე კრიტიკის გამოსახატად იუმორის მოშველიება, საქართველოს საზოგადოებისთვის არახალია. 70 წლიანი საბჭოთა ოკუპაციის დროს შექმნილი ხუმრობები ამის ერთ-ერთი ნათელი დადასტურებაა. თუმცა, ეს ხუმრობები არ იყო მხოლოდ ქართული პროდუქტი, ის საერთო იყო მთლიანად საბჭოთა სივრცისთვის. ხუმრობები მხოლოდ მცირედით იცვლებოდა როგორც საბჭოთა რესპუბლიკების, ასევე თავად მმართველობის პერიოდების მიხედვითაც. მეტიც, საბჭოთა პერიოდის ხუმრობები ზოგიერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი თანამედროვე რუსეთისთვის დღემდე აქტუალურია. საბჭოთა შავი იუმორის დაბრუნება 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში კი განსაკუთრებით თვალშისაცემია.
სრული კვლევა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://gnomonwise.org/ge/publications/analytics/133