ღონისძიებები

კვლევის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია - პარლამენტის საარჩევნო სისტემა

18 დეკემბერს, Gnomon Wise-ის კვლევის "საქართველოს პარლამენტის საარჩევნო სისტემა: ილიბერალური დემოკრატიიდან კონსტიტუციურ დემოკრატიამდე” პრეზენტაცია და პანელური დისკუსია გაიმართა.

დოკუმენტში გაანალიზებულია ფარდობითი უმრავლესობით სრული ძალაუფლების უზრუნველმყოფი მთავარი ინსტრუმენტი - მანდატების ბონუსი.

კვლევის მიგნებით, კონსტიტუციური არგუმენტების ბოროტად გამოყენებით, 2024 წლის არჩევნებში მანდატების ბონუსის ხელშეწმყობ მთავარ მექანიზმებს 5%-იანი გამორიცხვის ბარიერისა და ბლოკების აკრძლავის კომბინაცია წარმოადგენენ.

მანდატების ასეთი ბონუსი არ ემსახურება არც საპარლამენტო უმრავლესობის ფრაგმენტაციის თავიდან აცილების და არც სტაბილური მმართველობის უზრუნველყოფის კონსტიტუციურ მიზნებს.

კვლევის ავტორები: დავით ზედელაშვილი, თამარ ქეცბაია, მარიამ ლორთქიფანიძე, გიორგი ლელუაშვილი და ზვიად ხორგუაშვილი.

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.