პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია და დისკუსია - "სტრატეგიული კომუნიკაცია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ"
11 მარტს, Gnomon Wise-მა პოლიტიკის დოკუმენტის "სტრატეგიული კომუნიკაცია დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ" პრეზენტაცია და პანელური დისკუსია გამართა.
ნაშრომში აღწერილია საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების ისტორია, მისი სამართლებრივი და სტრუქტურული ჩარჩოები და არსებული ხარვეზები.
პოლიტიკის დოკუმენტი წარადგინეს Gnomon Wise-ის მკვლევარმა, დავით ქუტიძემ და ინსტიტუტის აფილირებულმა მკვლევარმა, მალხაზ რეხვიაშვილმა.
პანელური დისკუსიის ფარგლებში მოხსენება გააკეთეს საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) მკვლევარმა, მარიამ წიწიკაშვილმა და პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის (Sciences Po) პროფესორმა, თორნიკე გორდაძემ. მომხსენებლებმა სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერების გზით საინფორმაციო ომის წინააღმდეგ ბრძოლის პერსპექტივები მომოიხილეს.
პოლიტიკის დოკუმენტს იხილავთ მითითებულ ბმულზე.