ღონისძიებები

დისკუსია შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ

7 ნოემბერს საქართველოს უნივერსიტეტში შედგა კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise -ის მიერ მომზადებული დოკუმენტის პრეზენტაცია და დისკუსია შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ირაკლი პეტრიაშვილი - პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე; ირაკლი ლექვინაძე - ბიზნესომბუდსმენი; შალვა ცხაკაია - დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელი; Gnomon Wise -ის მკვლევრები. 

Gnomon Wise -ის მკვლევართა მიერ მომზადებულ დოკუმენტში (შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შეფასება) გაანალიზებულია საქართველოს ორგანულ კანონში - „საქართველოს შრომის კოდექსი“ - ცვლილებების შეტანის შესახებ და „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები. ასევე, დოკუმენტში წარმოდგენილია ავტორთა შეფასებები ცვლილებების სისტემური გააზრებისა და შრომის ბაზრის მაჩვენებლების გათვალისწინებით.

დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.