პოდკასტები

ხუთშაბათის პოდკასტი (ეპიზოდი 11): სიძულვილის ენის რეგულირების მცდელობები - საფრთხე სიტყვის თავისუფლებისთვის

რას ემსახურება ქართულ სამაუწყებლო სივრცეში სიძულვილის ენის რეგულირების მცდელობები? რა რისკები ახლავს თან მსგავს ინიციატივებს და ხომ არ გამოიწვევს ის თვითცენზურას ჟურნალისტებში ან ცენზურას სახელმწიფოს მხრიდან? ზოგადად, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენას შორის?

ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ხუთშაბათის პოდკასტში Gnomon Wise -ის მკვლევარმა დავით ქუტიძემ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ გოგოსაშვილმა ისაუბრეს.