პოდკასტები

ხუთშაბათის პოდკასტი (ეპიზოდი 8): ინსტიტუტები, ეკონომიკა და სამართლებრივი დაურწმუნებლობის ფასი

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, გაზაფხულზე, ორი თვის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა. საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, პარლამენტმა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებით, მთავრობას დისკრეციული (ფაქტობრივად თვითნებური) ძალაუფლება გადასცა. შესაბამისად, შეიქმნა ახალი სამართლებრივი რეჟიმი, რასაც თავისი ეკონომიკური ფასიც გააჩნია.  ამ საკითხის შესახებ Gnomon Wise -ის მკვლევარი ეგნატე შამუგია საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორს, დავით ზედელაშვილს ესაუბრა. პოდკასტში განხილულია ინსტიტუტები, მათი როლი ეკონომიკურ განვითარებაში და სამართლებრივი დაურწმუნებლობის ფასი.