სამხრეთ კავკასიის ვაჭრობის მიმოხილვა - მაისი 2026
სამხრეთ კავკასიის ქვეყნები - სომხეთი, საქართველო და აზერბაიჯანი - მცირე, ღია ეკონომიკები არიან, რომლებიც მაღალი დონით არიან ინტეგრირებული გლობალურ ბაზრებში. ეს ეკონომიკური გახსნილობა განაპირობებს იმას, რომ საერთაშორისო ვაჭრობა სასიცოცხლო როლს თამაშობს მათ განვითარებაში. საგარეო ვაჭრობას მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს რეგიონის ეკონომიკურ ზრდაში (იხ. კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა).
ჩვენი შეფასებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის სავაჭრო ბრუნვამ პირველი სამი თვის განმავლობაში 23 888.5 მლნ დოლარი შეადგინა, სადაც ექსპორტი 12 901.7 მლნ დოლარს, ხოლო იმპორტი კი - 10 986.8 მლნ დოლარს უტოლდებოდა. წინა წლის იმავე პერიოდში საგარეო სავაჭრობის ბრუნვა 22 330.3 მლნ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, იანვარმარტის პერიოდში რეგიონის საგარეო ვაჭრობა 7.0%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტში სავაჭრო ბრუნვამ 8 308.0 მილიონი დოლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვაში აზერბაიჯანის წილი 55.7%-ს შეადგენდა, საქართველოს და სომხეთის წილები კი შესაბამისად 24.6% და 19.7% იყო.
მიმდინარე წლის მარტში სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 10.5%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში, ყოველთვიური ექსპორტი და იმპორტი 4 400.8 მლნ და 3 907.1 მლნ დოლარს შეადგენდა.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.