პუბლიკაციები

ახალი კორონავირუსი - ეკონომიკა, სამართალი და პოლიტიკა

წინამდებარე დოკუმენტში ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისას წარმოშობილი სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი პრობლემების ანალიზი და ამ გამოწვევების დაძლევის შესაძლო მეთოდებია წარმოდგენილი. 

დოკუმენტში შვიდი ქვეყნის (ჩინეთი, იტალია, შვედეთი, ტაივანი, გერმანია, სამხრეთ კორეა, იაპონია) მთავრობების ვირუსზე რეაგირების მეთოდებია აღწერილი.  ნაშრომში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა ეპიდემიის დროს ინფორმაციის გამჭვირვალობასა და თანამედროვე მეცნიერული ნაშრომების კრიტიკული აღქმის მნიშვნელობას. განსაკუთრებული აქცენტი სამართლებრივ და ეკონომიკურ პრობლემებზეა გაკეთებული. ნაჩვენებია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს, რაც შესაძლოა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას წარმოადგენდეს. ხოლო ამ ქმედებების ნეგატიური ეფექტი არა მხოლოდ უშუალოდ ეკონომიკის შემცირებას გულისხმობს, არამედ იმ ადამიანების სიცოცხლეზეც აისახება, რომლებიც მთავრობის მიერ დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების პირდაპირი თუ ირიბი მსხვერპლი გახდებიან. 

აქვე, ჩამოყალიბებულია რეკომენდაციები, რომლებიც ვირუსთან ბრძოლის ნეგატიურ შედეგებს შეამცირებს.

ფოტო: Saeed Sadeghi


ავტორ(ებ)ი

ალექსანდრე რაქვიაშვილი, ირინა გურგენაშვილი, დავით ქუტიძე, თამარ ქეცბაია