საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა - პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები
საქართველო ახალგაზრდა სახელმწიფოა, რომელსაც, საკუთარი ინსტიტუციების განვითარების გზაზე, ბევრი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზით გამოწვეული პრობლემის გადალახვა უწევს. სიტუაციას კიდევუფრო ართულებს ის გარემოება, რომ მოშლილია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოდგას სხვადასხვა საფრთხის წინაშე, რომლებიც, უმეტესად, გარეგანი და ნაწილობრივ, შინაგანიფაქტორებითაც არის განპირობებული. ამასთან ერთად, თანამედროვე მსოფლიოსთვისდამახასიათებელია საფრთხეების გამრავალფეროვნება და მათ მიერ ე.წ. ჰიბრიდული ფორმების შეძენა, რასთან გამკლავებაც საქართველოზე გაცილებით ძლიერ და გამართული სახელმწიფო ინსტიტუტებისმქონე ქვეყნებსაც უჭირთ. ცალკე უნდა გამოიყოს რუსეთის ნეგატიური როლი, რადგან ის პოსტსაბჭოთაქვეყნებზე, მათ შორის, საქართველოზე, საკუთარი ექსკლუზიური გავლენის აღდგენას ცდილობს. ამმიზნით, იგი იყენებს როგორც ჰიბრიდულ ტაქტიკას, რისი მაგალითიც არის 2014 წელს ყირიმის ანექსია დააღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის წამოწყება, ისე პირდაპირ სამხედრო აგრესიას, რაც 2008 წელს - საქართველოს, ხოლო 2022 წელს კი უკრაინის წინააღმდეგ განახორციელა.
ამ ფონზე, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად, საქართველოსთვის ძალზემნიშვნელოვანია ეფექტიანი ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბება, რომლისმეშვეობითაც დაიგეგმებოდა და განხორციელდებოდა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, რაც ხელსშეუწყობდა ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმიზაცია/პრევენციას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბება, დამოუკიდებლობის აღდგენიდან, მალევე სცადა, დღემდე ამ სფეროში სერიოზული პრობლემებიარსებობს.
წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია, მიმოიხილოს და შეაფასოს საქართველოს ეროვნულიუსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბება და განვითარება, ეროვნული დონის კონცეპტუალურიდოკუმენტების შემუშავების პროცესი და დღეს ამ სფეროში არსებული ვითარება. აგრეთვე, შეიმუშავოსრეკომენდაციები, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურისა და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკისდაგეგმვისა და განხორციელების გაუმჯობესების მიზნით.
დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.