პუბლიკაციები

რეფორმის მიმართულება კომუნიკაციების კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა, მისი მზარდი ძალაუფლება და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები ხშირად გამხდარა განხილვის საგანი. კომისია, რომელიც ფორმალურად არ ექვემდებარება ხელისუფლების არცერთ შტოს, არაერთგზის ყოფილა გამოყენებული მთავრობისადმი კრიტიკულ მედიასაშუალებებზე ზეწოლის ინსტრუმენტად. წლების განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის ძალაუფლება სულ უფრო იზრდება, მეორე მხრივ კი, სულ უფრო სუსტდება მისი რეალური დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიები.

წინამდებარე პოლიტიკის დოკუმენტი მიმოიხილავს კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობასთან, მის დაკომპლექტებასა და შიდა მოწყობასთან დაკავშირებულ ძირითად გამოწვევებს და წარადგენს რეკომენდაციებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ ამ ორგანოს მიუკერძოებლობას, ასევე შეზღუდონ მისი ძალაუფლება, რათა სახელმწიფოს მაქსიმალურად ნაკლები სივრცე დარჩეს კომისიის მედიაზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებისთვის. რეკომენდაციებზე მუშაობისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული პრაქტიკის შესწავლასა და მის ქართულ რეალობაზე მისადაგებას.

დოკუმენტის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

დავით ქუტიძე, თინათინ ნიკოლეიშვილი