საჯარო სექტორის ემპირიული ანალიზი - მთავრობის ზომის შეფასება და მისი გავლენა ეკონომიკაზე
ფოტო: Fraser Institute
მნიშვნელოვანი დასკვნები:
• მთავრობის ზომის შესაფასებლად ფისკალური და შრომის ბაზრის მაჩვენებლებია გამოყენებული.
• საქართველოში ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე მთავრობის ზომა არ შემცირებულა.
• ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები და მთლიანი ხარჯები არსებითად არ გაზრდილა.
• საბიუჯეტო პარამეტრების ზრდის შეკავება ფისკალური კონსტიტუციის არსებობის შედეგია.
• ფისკალური პარამეტრების საშუალებით მთავრობის ზომის შეფასება სახელმწიფო საწარმოებს არ მოიცავს.
• მთავრობის ზომის შეფასებისთვის უფრო ფართო ინდიკატორი საჯარო სექტორში დასაქმებაა.
• საჯარო სექტორში დასაქმება სახელმწიფო მმართველობასთან ერთად, საჯარო საწარმოებს მოიცავს.
• ბოლო წლებში საქართველოში საჯარო სექტორში დასაქმება გაზრდილია, საჯარო საქონლის მიწოდებაში ადამიანური რესურსები გამოყენება მაღალია.
• საჯარო სექტორში დასაქმების ზრდა პოლიტიკური ძალაუფლების ოპორტუნიზმის შედეგია.
• საჯარო სექტორის გაფართოება ეკონომიკურ ზრდას აზიანებს.
კვლევის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.