პუბლიკაციები

სამართლის უზენაესობა და ეკონომიკური მიღწევა: მეტა-რეგრესული ანალიზი

წინამდებარე სტატიის მიზანია მეტა-რეგრესული ანალიზის საშუალებით ეკონომიკურ მიღწევაზე სამართლის უზენაესობის გავლენის შესწავლა.  ამისთვის კი ჩვენ მიერ გამოყენებულია 54 კვლევა (ეკონომიკურ მიღწევაზე სამართლის უზენაესობის გავლენის 353 შეფასება).  მეტა ანალიზით გამოვლინდა, რომ ემპირიულ ლიტერატურას ახასიათებს პუბლიკაციის შერჩევის მიკერძოება. მიუხედავად ამისა, მეტა-რეგრესული ანალიზის შედეგები ცხადყოფს, რომ სამართლის უზენაესობას ეკონომიკურ მიღწევაზე დადებითი გავლენა გააჩნია. კერძოდ, პუბლიკაციის მიკერძოების მიღმა ზომიერად საშუალო ეფექტი ვლინდება. ხოლო, გავლენის შეფასების ჰეტეროგენულობის ამხსნელ ფაქტორებს შორის ძირითადი თავად სამართლის უზენაესობის ხარისხის ინდიკატორები, ეკონომიკური მიღწევის ცვლადი, ქვეყნის განვითარების დონე და ეკონომეტრიკული მოდელის სპეციფიკაა.

კვლევის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

ეგნატე შამუგია, დავით ზედელაშვილი