კავკასიის ეკონომიკის ყოველთვიური მიმოხილვა - სექტემბერი 2023
სამხრეთ კავკასიაში 2022 წელს არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის და ინფლაციის ტემპი მიმდინარე წლიდან შემცირებულია. 2023 წლის პირველი შვიდი თვის მდგომარეობით, კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4.2%-ია, სადაც გამორჩეული ქვეყანა სომხეთია. ამ უკანასკნელში ზრდა ორნიშნა მაჩვენებელზე ნარჩუნდება. მაღალ მაჩვენებელზე რჩება აზერბაიჯანში ინფლაცია, ხოლო საქართველოსა და სომხეთში თვალსაჩინოდ შემცირებულია. ამ პირობებში აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას უცვლელს ტოვებს, ხოლო საქართველოსა და სომხეთში პოლიტიკის შერბილება დაიწყო.
სრული დოკუმენტი იხ. მიმაგრებულ ფაილში.