პუბლიკაციები

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის რეფორმის ანალიზი

ყველა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა პრობლემების წინაშე დგას, რაც თეორიულ კვლევებზე და დაგროვებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით პროგნოზირებადი იყო დიდი ხნის წინ. მეტიც, ბიუჯეტის ზრდის და ხელმისაწვდომობის შემცირების ტენდენცია, როგორც ღარიბ, ასევე, მდიდარ ქვეყნებში ფიქსირდება. ხოლო, ამ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით უკვე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ გადაავადა სისტემის კრიზისი და არ შეცვალა ძირითადი ტენდენცია.

საქართველოც არ წარმოადგენს გამონაკლისს და სამინისტროს მხრიდან დაგეგმილი რეფორმები, რომლებიც დიდ წილად იმეორებენ საერთაშორისო გამოცდილებას, პრინციპულად ვერ გააჯანსაღებენ სისტემას. მეტიც, მოსალოდნელია დამატებითი რისკების გაჩენა და უკვე არსებული პრობლემების გაღრმავება.

რა გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, იხილეთ ალექსანდრე რაქვიაშვილის და ეგნატე შამუგიას ანალიზი.

ფოტოები: www.eno.edu; www.ebooksfrance.com

მიმაგრებული ფაილი


ავტორ(ებ)ი

ალექსანდრე რაქვიაშვილი, ეგნატე შამუგია