ფისკალური დეცენტრალიზაცია და კორუფცია
ამ სტატიის მიზანია, უპასუხოს ცენტრალურ კითხვას - იწვევს თუ არა ფისკალური დეცენტრალიზაცია კორუფციის ზრდას? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემას ვცდილობთ დანაშაულის ეკონომიკური თეორიის და ლევიათანის ჰიპოთეზის საშუალებით. თუმცა, მანამდე განვიხილავთ თავად კორუფციის ფენომენს და მის რაოდენობრივ გაზომვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ მიერ ხსენებულ ორ თეორიაზე დაყრდნობით, ვაჩვენეთ, რომ ფისკალური დეცენტრალიზაციის დროს კორუფციის ნამდვილი დონე არ იზრდება. პირიქით, სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ დეცენტრალიზაციის პირობებში მისი ნამდვილი დონე შემცირდება. სწორედ აღნიშნულზე დაფუძნებით განვიხილეთ კორუფციაზე დეცენტრალიზაციის გავლენის არხები. დეცენტრალიზაცია ნიშნავს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების და აღსრულების პროცესში მონაწილეობას, კონტროლის უფრო მეტი მექანიზმის არსებობას. შესაბამისად, ადგილზე კორუფციული შემთხვევის გამჟღავნების ალბათობა უფრო მეტია. სასჯელის გარდაუვალობის პირობებში, გამჟღავნების მაღალი ალბათობა კორუფციული აქტივობის ხარჯებს ზრდის. მეორე მხრივ, გადასახადების და ხარჯების დეცენტრალიზაციის პირობებში მთავრობის ინტერვენცია და საჯარო სექტორის ზომა მცირდება, რაც ამცირებს უკანონო აქტივობით მისაღებ სარგებელს. საბოლოოდ, დეცენტრალიზაციის პირობებში მცირდება კორუფციული აქტივობის წმინდა სარგებელი, რაც ასეთი აქტივობის შემაკავებელი ფაქტორია.
კვლევის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.