პუბლიკაციები

ნეიტრალიტეტი - დაუცველი პატარა ქვეყნის პარადოქსული არჩევანი

ფოტო: Lightspring / Shutterstock

საქართველოს თვითგადარჩენის, უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვან, შესაძლოა ითქვას უალტერნატივო გზას, საქართველოს მოქალაქეებმა ადრეულ პერიოდშივე „მიაგნეს“ და აირჩიეს საქართველოს ევროპული განვითარება, რაც შემდგომ დეკლარირდა, როგორც ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფება, თუმცა პროცესში აღმოცენებული ბევრი სირთულის კვალდაკვალ, ბუნებრივია, ჩნდებოდა და ჩნდება ამ პროცესისადმი წინააღმდეგობრივი დამოკიდებულებები. წინააღმდეგობას, ძირითადად,  ორი მიმართულება აქვს: კურსი ჩრდილოელი მეზობლისკენ და კურსი ნეიტრალიტეტისკენ, ხანდახან კი ეს ორი ერთმანეთს არ გამორიცხავს. სწორედ თვითგადარჩენის ღირებული ინსტიქტის გათვალისწინებით და ამასთანავე, ქართულ რეალობაში ნეიტრალიტეტის საკითხზე არაერთგზის წამოჭრილი დისკუსიის საპასუხოდ, Gnomon Wise გთავაზობთ კვლევას - „ნეიტრალიტეტი - პატარა ქვეყნის პარადოქსული არჩევანი“. კვლევაში გაანალიზებულია ნეიტრალიტეტის საკითხი სიღრმისეულად, მისი უპირატესობებით თუ ნაკლოვანებებით და  ამავდროულად, წარმოჩენილია ნეიტრალიტეტის არჩევანის პარადოქსულობა იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა საკუთარ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს და მტრის ჯართან ერთად უწევს „თანაცხოვრება“.

კვლევის სრულად გასაცნობად იხ. მიმაგრებული ფაილი.


ავტორ(ებ)ი

ირინა გურგენაშვილი